ახალი ამბები

თოვლი და ყინვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

19 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით -3°, ხოლო დღისით +7° გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების თქმით, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში ღამით -7°-მდე აცივდება, ხოლო დღისით +9°-მდე დათბება. კახეთში 19 და 20 იანვარს თოვლი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.