ახალი ამბები

ბუსტერ-დოზა ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს თითქმის აორმაგებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” წინააღმდეგაც ეფექტიანია.

“რაც შეეხება “ომიკრონით” ინფიცირებული პირების კოჰორტას, აქ აღსანიშნავია ის, რომ მათი დიდი ნაწილი აცრილი იყო. ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია და პრაქტიკულად არ არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ “ომიკრონის” წინააღმდეგაც ვაქცინაციის ეფექტიანობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა ბუსტერ-დოზის აუცილებლობის შესახებ. ბუსტერ-დოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს; ამდენად, მნიშვნელოვანია ბუსტერ-დოზებით აცრის გააქტიურება”, –
განაცხადა თამარ გაბუნიამ.