ახალი ამბები

“ომიკრონით” ინფიცირების დიდი ნაწილი ახალგაზარდა ასაკობრივ ჯგუფზე მოდის

უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი “ომიკრონის” შტამის გავრცელების გამო იმატებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.

“თუმცა ნაწილობრივ ეს აიხსნება “ომიკრონის” შტამის გავრცელების მატებით. შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზარდა ასაკობრივ ჯგუფში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში შემთხვევების მატების მიუხედავად, არ აღინიშნება მატება ჰოსპიტალურ სექტორში. 4 431 პაციენტია საავადმყოფოებში, ხოლო 4 000-ზე მეტი საწოლი თავისუფალია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.