ახალი ამბები

ბუსტერ-დოზაზე შესაძლოა 200-ლარიანი წახალისების მექანიზმი ამოქმედდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს საკოორდინაციო საბჭოზე ბუსტერ-დოზებთან მიმართებით ფინანსური წახალისების მექანიზმის ამოქმედების ინიციატივა გააჟღერა.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, ბუსტერ-დოზებთან მიმართებით წახალისების დანიშვნა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით უნდა მოხდეს.

„200-ლარიანმა ფულადმა წახალისებამ იმუშავა, რაც ნოემბრის ბოლოს დაწესდა. 60 წელს ზემოთ დამატებით 125 000 მოქალაქე აიცრა. ასევე მუშაობს 1 იანვრის შემდეგ ამოქმედებული 50 წელს ზემოთ წახალისების მექანიზმი და აქტივობა დეკემბერთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა.

გიდასტურებთ, რომ ვემხრობი და დღეს ფინანსთა მინისტრთან დავაყენე ეს საკითხით, რომ თუ შესაძლებელია ფულადი წახალისება იყოს ბუსტერ-დოზებთან მიმართებით თუ ჩვენ ბუსტერიზაციას სერიოზულად გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს “ომიკრონის” ტალღის სიმძაფრეს. ფულადი წახალისება თქვენზე (ახალგაზრდებზე) – ვერ, თუმცა ჩემი ასაკის ადამიანებისთვის იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ