ახალი ამბები

ლაგოდეხში 37 წლის ქალი სავარაუდოდ გაზით გაიგუდა

ლაგოდეხში, საცხოვრებელ სახლში 37 წლის ასაკის ქალი სავარაუდოდ გაზით გაიგუდა.

ახლობლებმა ქალი სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა.

ახალგაზრდა ქალი, ნაქირავებ ბინაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

უბედური შემთხვევის დროს, ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

2 thoughts on “ლაგოდეხში 37 წლის ქალი სავარაუდოდ გაზით გაიგუდა

Comments are closed.