ახალი ამბები

დედოფლისწყაროში წარმოებული პროდუქცია აშშ-ს და აზიის ქვეყნების ბაზარზე გაიყიდება

დედოფლისწყაროში წარმოებული მზა საკვების კომპანიის “ნაციონალური დელიკატესის” მიერ წარმოებული პროდუქცია აშშ-ს და აზიის ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება.

კომპანიის დამფუძნებელი ოთარ სიმონიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ გასული წელი კომპანიის ოპერირებისთვის არასტაბილური იყო.

მისი განმარტებით, პანდემიის გამო საექსპორტო მოლაპარაკებების შეჩერებაც მოუწიათ. რაც შეეხება შემოსავლებს, 2021 წელს წარმატებულ 2019 წელთან შედარებით 30%-იანი კლება ჰქონდათ.

„ნაციონალური დელიკატესის“ დამფუძნებელი სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალი ინვესტიციების განხორციელებისგან ბაზრის დასტაბილურებამდე თავს შეიკავებენ.

„2022 წელს საექსპორტო ბაზრებს გავაფართოებთ, მოლაპარაკებებს უკვე ყაზახეთთან ვასრულებთ. მალე აზიის ქვეყნებსა და აშშ-ის ბაზარზე შევალთ, რამდენიმე ტენდერშიც მივიღებთ მონაწილეობას და შევეცდებით მაქსიმალურად გავზარდოთ შემოსავლები“
, – აცხადებს ოთარ სიმონიშვილი.