ახალი ამბები

ერთ წელიწადში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა

ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში საარსებო შემწეობას 643 167 ადამიანი იღებდა, ეს კი 118 569-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის დეკემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 524 598 ადამიანი იყო.

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, თუ 2020 წლის დეკემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 011 868 ადამიანი, 2021 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 1 091 378-მდე გაიზარდა. აქ მატება თითქმის 8%-ია.