ახალი ამბები

თელავის აეროდრომის რეაბილიტაცია დასრულდა

თელავში, “მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო დასრულდა.

საავიაციო უნივერსიტეტში გასულ წელს ამბობდნენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ აეროდრომიდან 20 ადგილიანი თვითმფრინავები დაიწყებდა მგზავრების მომსახურებას. მგზავრებს სავარაუდოდ თელავში იგივე ავიაკომპანია მოემსახურება, რომელიც საქართველოში სხვა შიდა ფრენებზე მუშაობს. საუბარია კომპანია “აკ -ეარ ჯორჯიაზე”.

ამ დროისთვის აეროდრომის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, რაშიც 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ რეაბილიტირებული აეროდრომი აკმაყოფილებს ყველა პირობას იმისთვის, რომ 20– ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავები მიიღოს, თუმცა სერგო ტეფნაძის განმარტებით, ჯერ სამგზავრო ფრენები აეროდრომიდან არ ხორციელდება.

ისი თქმით, აუცილებელია, თელავის აეროდრომის შემთხვევაშიც მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ფრენების სუბსიდირება, ისევე როგორც ეს ხდება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების შემთხვევაში.

“მიმინოს აეროდრომზე, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საკუთრებაშია, ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. დავაგეთ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა. მიმინოს აეროპორტი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომ მიიღოს 20–ადგილია სამგზავრო თვითმფრინავები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მასშტაბით შიდა ფრენებს და არიან სახელწმიფო დონაციაზე”- აცხადებს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო ტეფნაძე.