ახალი ამბები

საგარეჯოელმა ვალერი ბაირამაშვილმა გზავნილების გათამაშებაში ბინა მოიგო

საგარეჯოში მცხოვრებმა 39 წლის ვალერი ბაირამაშვილმა „საქართველოს ბანკის“ გზავნილების გათამაშებაში ბინა მოიგო.

ის წლებია ემიგრანტი დედისგან გზავნილებს იღებს.

„წინა დღეს გზავნილი ავიღე, მეორე დღეს კი დამირეკეს ბანკიდან და მითხრეს, რომ ფილიალში უნდა მივსულიყავი. გათამაშების შესახებ, რა თქმა უნდა, ვიცოდი და თვალსაც ვადევნებდი, წასვლამდე გულშიც ვფიქრობდი, შეიძლება ამაზეც დამირეკეს-მეთქი, მაგრამ როცა მითხრეს, რომ გავიმარჯვე და ბინა მოვიგე, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა, ინსტინქტურად ვიხდიდი მადლობას“.

„საქართველოს ბანკის“ გზავნილების გათამაშებაში გამარჯვებულმა საჩუქრად მიიღო ბინა “აპექს ლისში”, რომელიც 2022 წლის აგვისტოში ჩაბარდება.