ახალი ამბები

ვინ მიიღებს იანვრიდან თვეში 100 ლარს

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, 2022 წლის იანვრიდან იზრდება ზოგიერთი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა და ყოველთვიურად, 22 და 44 ლარის ნაცვლად, იქნება 100 ლარი.

მაგალითად, იზრდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე და მასთან გათანაბრებულ პირზე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ პირებზე, თავდაცვის ძალების ვეტერანებზე და სხვებზე სახელმწიფოს მიერ გასაცემი სუბსიდია.

კონკრეტულად:

მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მიღებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 44 ლარისა];

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 44 ლარისა];

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 44 ლარისა];

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 22 ლარისა];

სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 22 ლარისა];

მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 22 ლარისა];

საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას – ყოველთვიურად 100 ლარი [ნაცვლად 22 ლარისა].

ომის ვეტერანების პენსიის 22-დან 100 ლარამდე გაიზრდაზე პრემიერმა 2021 წლის 6 დეკემბერს განაცხადა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 31 დეკემბერს მიიღო და ის ძალაში 2022 წლის იანვრიდან შევიდა.