ახალი ამბები

კორონავირუსის გართულებით დედოფლისწყაროში სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნელი გობეჯიშვილი გარდაიცვალა

კორონავირუსის გართულებით, კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი, სათემო ორგანიზაცია ,,ფიროსმანის” ხელმძღვანელი ნელი გობეჯიშვილი გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების განმარტებით, ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო. დედოფლისწყაროს კოვიდ კლინიკის ინფორმაციით, 71 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი კოვიდგართულება გახრა. მათი თქმით, გობეჯიშვილი სტაციონარში დაგვიანებით მოთავსდა და აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. მანამდე კი ის 8 დღის განმავლობაში ბინაზე მკურნალობდა.

ნელი გობეჯიშვილი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დედოფლისწყაროს კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა, იყო ასევე მცირე მეწარმე და აქტიური მოქალაქე. ის ასევე ფიროსმანის სახელობის მუზეუმის მმართველი იყო, ასევე იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დედოფლისწყაროში. ხელმძღვანელობდა ასევე სათემო ორგანიზაციას ,,ფიროსმანი”.

დედოფლისწყაროში კორონავირუსით 60-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. Knews.ge უსამძიმრებს ნელი გობეჯიშვილის ოჯახს.