ახალი ამბები

5-9 იანვარს კახეთში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

5-დან 9 იანვრის ჩათვლით კახეთში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში შედარებით აცივდება, მოსალოდნელია ძლიერი ქარი და ნალექი, ხოლო ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით -1°, დღისით კი +12° გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში კი ღამით -5°-მდე დაეცემა ტემპერატურა, ხოლო დღისით +8°-მდე დათბება; ზოგიერთ რაიონში თოვლი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.