საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობით განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარი სამმართველო საავარიო-სამაშველო და სახანძრო ოპერაციებისთვის აუცილებელი აღჭურვილობით გადაიარაღდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურ ხელსაწყოებთან ერთად, სამმართველომ მიიღო განათების სისტემა, რომელიც რთული ხილვადობის პირობებში სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფს. სპეციალური აღჭურვილობა დედოფლისწყაროს განყოფილებისთვისაა განკუთვნილი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს.
კახეთის მთავარ სამმართველოს აღჭურვილობა სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მამუკა სეფიაშვილმა გადასცა.