ახალი ამბები

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ჯარისკაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს მე-2 სექტორის ჯარისკაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. თანამშრომლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.