კახეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
მოქალაქეს, ქალაქ ახმეტაში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სპეციალურ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებისგან მიღებული 4,1 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.