თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო ამანათები გადაეცათ
თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო ამანათები გადაეცათ.
მოსახლეობას ამანათები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ლევან ლილუაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გადასცეს.
საახალწლო ამანათები 24 თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეს გადაეცა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტობილო გზის გახსნამდე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულ ფრენებს ასრულებს და მოქალაქეების ბარიდან მთაში გადაყვანას უფასოდ ემსახურება.