თელავის 2022 წლის ბიუჯეტი 28 მილიონ 302 ათასი ლარით განისაზღვრა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაამტკიცა.
ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი სარებულოს ოპოზიციური პარტიების წევრებმა არ დაუჭირეს. საკრებულოს თავმჯდომარის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც მომავალ წელს მოსახლოებას ექნება.
მისივე თქმით, ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის დაფინანსების ზრდაა გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 9 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული.
ახალგაზრდების მხარდაჭერის ღონისძიებებისთვის 130 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული, საიდანაც „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით შექმნილი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 50 ათასი ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებისთვის 2 მილიონ 800 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.
მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, 28 მილიონ 302 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით თითქმის 5 მილიონი ლარით არის მომატებული.