ახალი ამბები

უფასო პური- ლაგოდეხში ადგილობრივებმა მოსახლეობას პური დაურიგეს

ლაგოდეხში ადგილობრივებმა სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას პური უფასოდ დაურიგეს.
ინფორმაციას აღნიშნული საქველმოქმედო კამპანიის შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია ავრცელებს.

,,დილიდან ასეთ კარგ საქმეს აკეთებს ორი ლაგოდეხზე შეყვარებული კაცი. ,,ვადოს” მაღაზიასთან შეგიძლიათ მიბრძანდეთ და გამოართვათ უფასოთ პური. მადლობა ბახვა შაიშმელაშვილს და სოსო კუპატაძეს”,-წერს კახა ჯამბურია.