საგარეჯოში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტყის მიმდებარედ, მოქალაქემ სანადირო იარაღით, უკანონოდ მოინადირა გარეული კურდღელი.
სამართალდამრღვევს სანადირო იარაღი და ნანადირევი ჩამოერთვა. შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.