ლაგოდეხში ავარიის შედეგად 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რა დროსაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა გოგომ.
გოგონა მძიმე დაზიანებებით თბილისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. knews.ge აღნიშნულ საკითხზე არკვევს დეტალებს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.