კოვიდვაქცინის 200-ლარიანი წახალისების ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე შემცირდა
მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის 200-ლარიანი წახალისების პროგრამით 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც ისარგებლებენ.
“იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რაც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას პენსიონერებისთვის. ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე. პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე 200-ლარიან ფინანსურ წახალისებას 60 წელს ზემოთ ის მოქალაქეები იღებდნენ, ვინც ნებისმიერი ვაქცინით აიცრებოდა.