ახალი ამბები

თელავის ცენტრალურ მოედანზე საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

29-30 დეკემბერს თელავის ცენტრალურ მოედანზე საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

გამოფენა-გაყიდვა 14:00 საათიდან დაიწყება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საშობაო სოფელში მსურველები შეძლებენ შეიძინონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთები და ნატურალური პროდუქტი.