ახალი ამბებივიდეორეპორტაჟითვითმმართველობამედია ცენტრი კახეთი

სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის პერსპექტივა

კახეთში მოქმედი სამი საზოგადოებრივი ორგანიზაციის:  ,,რეგიონის განვითარების ცენტრის“ RCD,  ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა“ FRDF და ,,მედია ცენტრი კახეთის“ MCK  კახეთის რეგიონული ჰაბის,  ორგანიზებით თელავში  სამოქალაქო ორგანიზციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთათვის  წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძების მთავარი მიზანი იყო სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის მხარდაჭერა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამოქალაქო სექტორის გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს, კახეთის სამოქალაქო სექტორის ქსელური მუშაობის ხელშეწყობას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილებას, ამასთან,  2022 წელს კოორდინაციის შესაძლებლობებს და სხვა მნიშნელოვან საკითხებს.

 

,,საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია  სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართვლობებთან  თანამშრომლობის გაუმჯობესება და ერთობლივი, მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა. 

 ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ რეგიონის განვითარების პროცესში. მათ  დიდი მხარდაჭერა აქვთ საერთაშორისო პარტნიორების მრიდან, როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების USAD მხრიდან, რომელიც ადგილობრივი საჭიროებების და მოქალაქეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. 

 

ამასთან ეფექტური და უფრო შედეგიანი პროექტების განხორცილებისათვის  აუცილებელია თანამშრომლობა თვითმმართველობებთან,  რადგან უახლოესი 4 წლის მანძილზე, როდესაც ახლადარჩეული თვითმმართველობები მუშაობის აქტიურ ფაზაში შევლენ, სამოქალაქო სექტორთან დაამყარონ უკეთესი პარტნიორული თანამშრომლობა და განახორციელონ რეგიონის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები“. – განმარტა შეხვედრაზე  მედია ცენტრის დირექტორმა მაია მამულაშვილმა.