ახალი ამბები

გურჯაანში ლაკბეს კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ლაკბეს კოლექტორის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 13 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, შედეგად 3000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.

კოლექტორი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – არაშენდას, ნანიანის, კაჭრეთისა და ჯიმითის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ემსახურება.

სამელიორაციო სისტემაზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.