ახალი ამბები

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან დამზადებული დაახლოებით 30 კუბური მეტრი (ჯამში) მოცულობის საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული რცხილის სახეობის ხე-მცენარეებისგან, ჯამში 10 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) დაამზადეს და მათი ტრანსპორტირება მოახდინეს.
სატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.