სოფელ ქვემო ალვანში თანამედროვე ტიპის სპორტული დარბაზი აშენდება
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ალვანში თანამედროვე ტიპის სპორტული დარბაზი აშენდება.
“თუშეთის განვითარების ფონდის” ინფორმაციით, მოსახლეობის თხოვნით ფონდმა 2019 წლიდან დაიწყო სოფელში სპორტული დარბაზის მოწყობაზე ზრუნვა.
,,მართალია ყველაფერი დროში გაიწელა, მაგრამ ამ პერიოდში ფინანსების მოძიება გრძელდებოდა და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 62,000 ლარის მოზიდვა მოვახერხეთ. მადლობა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას, ახმეტის განვითარების ჯგუფს, CENN-ს და ჩვენს ემიგრანტებს.
სპორტული დარბაზი მოეწყობა ქვემო ალვანის ე.წ. ზედა ბაღის შენობის თავისუფალ სივრცეში, რომელიც დღეს აუთვისებელია. საბავშვო ბაღისგან ექნება იზოლირებული შესასვლელი. სპორტული დარბაზი მიიღებს ჩვენი სოფლის საამაყო შვილის და ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელს”,-აცხადებენ “თუშეთის განვითარების ფონდში”.