სოფელ კონდოლში მცხოვრებმა სპორტსმენმა სამბოში საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა სპორტსმენმა, ვახტანგ ჩიდრაშვილმა სამბოში საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს სამბოს ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონი 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდა. ვახტანგ ჩიდრაშვილმა კი 58 წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
სამბოში 2021 წლის საქართველოს თასის პირველობაზე ჩემპიონატი 25-26 დეკემბერს ჩატარდა.
შეგახსენებთ რამდენიმე თვის წინ კვიპროსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ვახტანგ ჩიდრაშვილმა მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ვახტანგ ჩიდრაშვილი არაერთი ჯილდოს მფლობელია. მას სხვადასხვა ჩემპიონატებში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის ექვსგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
ვახტანგ ჩიდრაშვილი 2021 წელს სამბოში, 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.