პატარა ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
პატარა ნიკოლოზ ზედგენიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას მეღვინე დავით თამარაშვილი ავრცელებს.
,,ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მეღვინეებო, ბიზნესმენებო და კეთილი ნების ადამიანებო, მოგმართავთ თხოვნით, რათა გადამირჩინოთ ჩემი პატარა ძმაკაცი ნიკოლოზ ზედგინიძე, რომელსაც 21 დეკემბერს დაუდგინეს ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი.
დაწყებულია მკურნალობის ხანგრძლივი და ძვირადღირებული კურსი თურქეთში, სტამბულის აჩიბადემის კლინიკაში. გროვდება თანხა, რათა ეს ტვირთი შევუმსუბუქოთ ოჯახს.
ყველა ადამიანი, ვინც მე დამეხმარება ძმაკაცის გადარჩენაში იცით, რომ ვალში არ დაგრჩებით. ამ სიკეთის წილ უფრო მეტი სიკეთით გადაგიხდით და უმორჩილესად გთხოვთ დროულ დახმარებას, რადგან დრო მნიშვნელოვანია ნიკოლოზისთვის”,-წერს დავით თამარაშვილი.
ოჯახის დასახმარებლად გახსნილია ბანკებში ანგარიშები:
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი
#GE37TB7931145066300004
საქართველოს ბანკი
#GE96BG0000000525195106
მიმღები ზაზა ზედგინიძე