სოფელ ნაფარეულის მოსახლეობა საძოვრის დაბრუნებას ითხოვს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის მოსახლეობა იჯარით გაცემული საძოვრის დაბრუნებას ითხოვს.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის კუთვნილი 5 ჰექტარი საძოვარი, 2 წლის წინ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე, 40 წლიანი იჯარით თელავის მერიამ კომპანია ლოპოტას გადასცა.
,,მალე კომპანია საძოვრით სარგებლობის საშუალებას აღარ მოგვცემს, ჩვენი შემოსავალი კი მესაქონლეობაზეა დამოკიდებული. სოფლის ალტერნატიულ საძოვრისკენ მიმავალი გზაც იჯარით გაცემულ ფართობზე გადის.ძულებული გავხდებით, რომ საქონელი გავყიდოთ”.
აქციაზე თელავის მერის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. მან კომენტარზე თავი შეიკავა, ვინაიდან საძოვრის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.