კახელი სინდიოფალა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან
დედოფალა ანუ იგივე სინდიოფალა რომელიც ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახიდანაა, ერთ-ერთი ყველაზე პატარა მტაცებელია.
მისი სხეულის სიგრძე 13-26 სმ-ია, გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთისა), ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი საქართველოშიც ბევრგან გვხვდება.
საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ორი: დიდი კავკასიური დედოფალა, რომელიც ბინადრობს უფრო მთიან ადგილებსა და ტყეებში, მცირე კავკასიური დედოფალა კი ბინადრობს მეტწილად ღია ადგილებში. ხშირად ორივე ქვესახეობა ერთსა და იმავე ადგილზე გვხვდება. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით. მას მავნე მღრღნელების განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.
ფოტო : Nika Kerdikoshvili
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები