ახალი ამბები

თელავში დაზიანებული ნაძვის ხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში დაზიანებული ნაძვის ხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ნაძვის ხე ხანძრის შედეგად დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ მაშინ გაჩნდა, როცა ნაძვის ხეს ფეიერვერკი ესროლეს.

დაზიანებულია ნაძვის ხის წვერი და ძვირადღირებული განათება.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება პრობლემა და ნაძვის ხე ისევ განათდება.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.