ახალი ამბები

თელავის მთავარ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა

თელავის ცენტრალურ მოედანზე მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც ორი დღის წინ საზეიმოდ აინთო, ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივების თქმით, კვამლი შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

მათი თქმით, ხანძარი მალევე ჩააქრეს. ნაძვის ხეს სავარაუდოდ ფეიერვერკი ესროლეს.

კონკრეტულად რატომ გაჩნდა ხანძარი და რა დაზიანდა ამაზე ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

,,ცეცხლიც ჩანდა და კვამლიც, შემდეგ ცენტრალურ ქუჩაზე ჩაქრა შუქი. მოვიდა სახანძრო სამსახურო და ხანძარი წყლის ჭავლით ჩააქრეს. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, თუმცა სახანძრო სამსახური ადგილზე რჩება. მხოლოდ ეგ ვიცით რომ ნაძვის ხის წვერია დამწვარი“,-განუცხადეს knews.ge-ს ადგილობრივებმა.

ფოტო: ნინო გოგოლაშვილი