ცნობილია, დასაქმებულების კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებსაც 2022 წლიდან ხელფასები ეზრდებათ
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი 2021 წლის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ სამხედრო პირებს მომავალი წლიდან ხელფასი გაეზრდებათ.
მისი თქმით, სამხედროებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, იანვრიდან ხელფასების დამატებით ზრდა იგეგმება – დაბალი რგოლის სამხედრო მოსამსახურეებისთვის 20%-ის, ხოლო მაღალი რგოლისთვის 10%-ის ოდენობით.