თელაველი ფოტოგრაფის გადაღებული ფოტოს მიხედვით ერთ-ერთი ბანკი ბარათებს დაამზადებს
ფოტოგრაფი გიორგი ჩეკურიშვილის ფოტო, რომელზეც მზის ჩასვლა ჩანს, საქართველოს ბანკის რჩეული გახდა.
ბანკი ბარათებს სწორედ ამ ფოტოს გამოყენებით დაამზადებს.
ფოტოს ავტორი, გიორგი ჩეკურიშვილლლი აცხადებს, რომ ეს მისთვის დიდი სტიმულია.
“განსაკუთებით სასიამოვნო და საამაყო იყო, როდესაც გავიგე, რომ საქართველოდან შერჩეულ 15 განსაკუთრებულ ფოტოს შორის ერთ-ერთი ჩემი ფოტო მოხვდა და სწორედ მე მერგო კახეთის წარდგენის პასუხისმგებლობა.
რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას, ძალიან მოულოდნელად მოხდა. საქართველოს ბანკის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი ერთ-ერთი ფოტო შერჩეული იყო მათი ახალი ძალიან საინტერესო წამოწყებისათვის. ბევრი არც მიფიქრია და მაშინვე დავთანხმდი. ვთვლი, რომ ხელოვნების ყოველდღიურობაში შემოტანა მართლაც მზის სხივია ადამიანთა ცხოვრებაში, რაც საქართველოს ბანკის ჯგუფმა მართლაც იდეალურად შეძლო.
დიდი მადლობა იდეის ავტორებსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ პროექტზე იმუშავეს. ისინი მართლაც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ“,- განაცხადა გიორგი ჩეკურიშვილმა.