საქართველოს 1000 სოფლის ინტერნეტიზაციისთვიის EU-ს ბანკმა 34 მილიონი ევრო გამოყო
ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროკავშირის ბანკი, ინვესტიციის სახით 34 მილიონი ევროს გამოყოფს, საქართველოს სოფლებში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ქსელის გაფართოებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაახლოებით 500 000 ადამიანი 1000 სოფელში ისარგებლებს სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესის განვითარებას.
ევროკავშირის ბანკის ინვესტიცია დააფინანსებს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის ინსტალაციას და უზრუნველყოფს ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას საქართველოს საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებისთვის მათ მიერ სწრაფი ინტერნეტის სერვისების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირმა გარანტია გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე გასცა.