ახალი ამბები

გურჯაანში კორონავირუსით 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში კორონავირუსით 19 წლის ბიჭი, გ. ლ. გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ინფექცია ახალგაზრდას და დედამისს, ერთდროულად დაუდასტურდათ.

ინფიცირებულები მკურნალობის კურსს სტაციონარში გადიოდნენ. ქალი გამოჯანმრთელდა გიორგი ლუაშვილი კი, ინფექციის გართულების შედეგად, დღეს, დილით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, ჭარბი წონის გამო დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

გარდაცვლილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.

კახეთში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდის კორონავირუსით გარდაცვალების უკვე ათამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდაცვლითაგან არცერთი ვაქცინირებული არ იყო.