ახალი ამბები

სატელევიზიო შოუ ,,ნიჭიერის” ფინალში კახეთში მცხოვრები 2 ახალგაზრდა გადავიდა

„ნიჭიერის“ მეორე LIVEშოუს მაყურებლის რჩეული გურჯაანში მცხოვრები თინათინ ბასოშვილი გახდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით კი, ასევე ფინალში ვიხილავთ დედოფლისწყაროში მცხოვრებ დავით ლეკაშვილსა და შოუს მონაწილე ექიმებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17 წლის თინათინ ბასოშვილი ,,ნიჭიერის” ფინალში ოქროს ღილაკის დახმარებით გადავიდა. ის სცენაზე ჟიურის და მაყურებლის წინაშე სიმღერით წარდგა.

25 წლის დავით ლეკაშვილი  დედოფლისწყაროელია, რომელიც „ნიჭიერის“ ნახევარფინალში გადავიდა. მან ტრაქტორით მანიკური წაუსვა ქართველ წამყვანს.

აღსანიშნავია, რომ დარჩენილია კიდევ ერთი ნახევარფინალი, რის შემდეგაც 31 დეკემბრის ღამეს „ნიჭიერი 2021-ის” გამარჯვებული გამოვლინდება.