თელავის ისტორიულ მუზეუმში მხატვარ- დიზაინერის, ნინო მრელაშვილის გამოფენა მოეწყო
თელავის ისტორიულ მუზეუმში ვიზუალური მხატვარ- დიზაინერის, ნინო მრელაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით- “მოდური არტეფაქტები” გაიხსნა.
ახალგაზრდამ დამთვალიერებელს ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, მისი ახალი, შემოდგომა- ზამთრის კოლექცია, ქართველ მეფეთა სამოსით ინსპირირებული სასცენო ფეხსაცმელი წარუდგინა.
ნინოს თქმით, აღნიშნული კოლექცია შეიქმნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის ,,სასცენო სამოსის ოსტატების ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელშიც ახალგაზრდა ხელოვანმა გაიმარჯვა პროექტით ,,მოდური არტეფაქტები”.
გამოფენა მუზეუმში 24 დეკემბრამდე გაგრძელდება.