გურჯაანის ახალგაზრდული საბჭო ინტელექტუალურ თამაშს, “კინომანს” ატარებს
გურჯაანის ახალგაზრდული საბჭო უკვე რამდენიმე წელია ინტელექტუალურ- შემეცნებით თამაშებს ატარებს.
სწორედ მათი ორგანიზებით, პარასკევს, 17 დეკემბერს, გურჯაანის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში 14:30 საათზე ინტელექტუალური თამაში „კინომანი“ ჩატარდება.
მონაწილეობის მიღება მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს (12 წლიდან ზემოთ) შეუძლიათ. მსურველთა რეგისტრაცია 15 დეკემბერს დასრულდება.
“ჩვენ წამოვიწყეთ ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ინტელექტუალური თამაში “კინომანი”. პირველ ეტაპზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში, მეორე ეტაპზე ფილმის ჩვენება და ბოლოს დაჯილდოვება. ასევე შევხვდებით, როგორც გურჯაანელ, ისე გურჯაანის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მსახიობებს,”- განაცხადა knews.ge-თან გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს პრეზიდენტმა, ელენა მინდორაშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: