ლაგოდეხში ახალგაზრდა სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად წიგნებს და ნივთებს ყიდის
ლაგოდეხში ახალგაზრდა, საახალწლოდ 50 ოჯახის დასახმარებლად თანხას აგროვებს და ამისთვის წიგნებს და ნივთებს ყიდის.
ნიკა გოგოლაძემ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას სპეციალური სტენდი განათავსა, სადაც ფულს აგროვებს და სხვადასხვა ნივთს ყიდის, რათა სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად თანხა შეაგროვოს.
„მე ვიბრძვი, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარო. რაც არ უნდა მოხდეს ამ ახალ წელს 50 სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარები. ახლა კი საზოგადოების აქტიურობის ჯერია. ხვალაც ცენტრალურ ტრასაზე გვექნება გამოტანილი ჩვენი სტენდი, სადაც შეგეძლებათ შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები, საახალწლო და ფუმფულა სათამაშოები. ასევე გვექნება განთავსებული ყუთი, სადაც შეგეძლებათ დატოვოთ პროდუქტი შეჭირვებული ოჯახებისათვის. დღეს 100 ლარი მოვაგროვეთ”,– აცხადებს ნიკა და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, შეგროვილი თანხა მთლიანად მოხმარდება ლაგოდეხში მცხოვრებ შეჭირვებული ოჯახებს.