გურჯაანელი თინათინ ბასოშვილი “ნიჭიერის” ფინალისტია
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17 წლის თინათინ ბასოშვილი ,,ნიჭიერის” ფინალში ოქროს ღილაკის დახმარებით გადავიდა.
ის სცენაზე ჟიურის და მაყურებლის წინაშე სიმღერით წარდგა. მისმა ნამღერმა კი ყველა მოხიბლა
Knews.ge გთავაზობთ თინათინის მოკლე ისტორიას. გაიგეთ, როგორ მოხვდა იგი ,,ნიჭიერის” სცენაზე და რა გზა გაიარა იქამდე.
“5 წლის ასაკიდან ვდგავარ სცენაზე. ყოველთვის მიყვარდა სიმღერა და ვოცნებობდი გავმხდარიყავი მომღერალი. პირველი კლასიდან ვიღებდი მუსიკალურ განათლებას, მაგრამ არა ვოკალის განხრით. ვოკალზე ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ. სცენაზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიყვარს როცა მსმენელს მოსწონს ჩემი შესრულება და ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები მოვალეობას. მინდა მსმენელიც და საკუთარი თავიც კმაყოფილი დავტოვო.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანმა შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს და განავითაროს. პირადად მე ამ პროცესით დიდ სიამოვნებას ვიღებ და აღვნიშნავ, რომ მუშაობის რთულ პროცესში არასდროს მქონია სიზარმაცის მომენტი, ყოველთვის მთელი სერიოზულობითა და ყურადღებით ვეკიდებოდი საქმეს.
ვოკალის გარდა დაინტერესებული ვარ სხვა სპეციალობებითაც და ვაპირებ აუცილებლად დავეუფლო სხვა რომელიმეს, რომელსაც შევუთავსებდი ჩემს საოცნებო საქმიანობას.
ჩემი მიზანია გავხდე ოპერის წარმატებული მომღერალი, რისთვისაც შრომას არ დავიზარებ და მადლობას მოვუხდი ,,რუსთავი 2″ – ს რომელიც დამეხმარა ,,ნიჭიერის” საშუალებით გავცნობოდი საზოგადოებას და მაძლევს შესაძლებლობას მივიღო შესაბამისი განათლება ამ სფეროში.“ – ამბობს თინათინ ბასოშვილი.