რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სოფლის მეურნეობაზე
გადაცემა შეეხება კახეთის რეგიონისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, სოფლის მეურნეობას. ისევე როგორც სხვა დარგებსა და მიმართულებებზე, კორონავირუსმა უარყოფითი გავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობაზე და მის კონკრეტულ დარგებზე.
სწორედ ამის გამო, შექმნილი მძიმე ფონის, ფინანსების და შემოსავლების არარსებობის გამო, მეწარმეების გარკვეულმა ნაწილმა საქმიანობა დროებით შეაჩერა, ნაწილი კი სხვადასხვა პროგრამებში ჩართვით ცდილობს საქმიანობის სრულფასოვნად გასაგრძელებლად ფინანსების მოძიებას.
რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სოფლის მეურნეობაზე და კონკრეტულად რომელ დარგზე იქონია უარყოფითი გავლენა, ამ საკითხზე ისაუბრა გადაცემის სტუმარმა, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ.
გადაცემა მომზადდა ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმის“ მიერ. პროექტის GMPP მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ადგილობრივ საზოგადოებაში არსებული ცრუ და ყალბი ამბების შესახებ დასაბუთებული და სანდო ინფორმაციის მიწოდება.
“This content is produced with support of the Georgian Media Partnership Program (GMPP), funded by the U.S. Embassy in Georgia and implemented by IREX. The expressed opinions are the sole responsibility of the author(s) and do not reflect the position of the U.S. Embassy or IREX.”
“მოცემული კონტენტი “საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის” (GMPP) მხარდაჭერით შეიქმნა, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით IREX-ი ახორციელებს. გამოთქმული მოსაზრებები მთლიანად ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს აშშ-ის საელჩოს და IREX-ის პოზიციას.”