ახალსოფლის ახალგაზრდულმა ცენტრმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართა
ყვარლის მუნიციპალიტეტში მოქმედმა ახალსოფლის ახალგაზრდულმა ცენტრმა, მუნიციპალიტეტის 10 სკოლის მოწავლეების ჩართულობით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართა.
გამოფენაზე მისულმა სტუმრებმა სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახის ტკბილეული და ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერეს. ღონისძიებაზე, ასევე, ახალგაზრდა მეწარმეთა კომპანია ,,ღოლოიანის” მიერ წარმოებული ჩაი იყო წარმოდგენილი.
შეხვედრის ორგანიზატორის, ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერის, შორენა ყარალაშვილის თქმით, ახალგაზრდებმა თავად გადაწყვიტეს შეექმნათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები, მოეწყოთ გამოფენა-გაყიდვა, შეეგროვებინათ თანხა და თავათ შეერჩიათ თუ ვის დაეხმარებოდნენ საახალწლოდ.
,,ახალსოფლის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ერთ-ერთი არის #Fleamarket, რომელიც ახალსოფელში გაიმართა. გამოფენა-გაყიდვაში, ცენტრთან ერთად, სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის_ახალგაზრდა მეწარმეთა კომპანიამ ,,ღოლოიანი”. გარდა სხვადასხვა ნივთებისა, წარმოდგენილი იყო ტკბილეული და სამაგიდო თამაშები ,,ტვინკი”. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და რაც მთავარია, დგება ახალგაზრდებს შორის კომუნიკაცია. ახალგაზრდული ცენტრი ამ სახის ღონისძიებებს ხშირად ახორეციელებს”,- განუცხადა knews.ge-ს შორენა ყარალაშვილმა.