გენდერული დისბალანსი კახეთის საკრებულოებში- ინფოგრაფიკა
კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულოებმა საქმიანობა უკვე დაიწყეს. გასული წლების მსგავსად, უწყებებში გენდერული დისბალანსია. საკრებულოს 264 წევრიდან 60 ქალი, ხოლო 204 მამაკაცია.
8 მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებიდან ყველა მამაკაცია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 3 ქალი მხოლოდ გურჯაანის, საგარეჯოს და ყვარლის მუნიციპალიტეტში არის არჩეული. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი ქალების მხოლოდ 9% იკავებს საკრებულოს ფრაქციების ან კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას.