კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა
საგარეჯოს შემოვლით გზაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.
პირველი ლოტის, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა 30 თვეა. აღნიშნული ლოტის სიგრძე შეადგენს 23.8 კმ-ს. თბილისი-საგარეჯოს გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
თბილისი-საგარეჯოს მეორე ლოტის, საგარეჯოს შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 150 მილიონ ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა კი 24 თვეა. აღნიშნული ლოტის სიგრძე შეადგენს 7.7 კმ-ს.