“ლოპოტა სპა რეზორტის” ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება
“ლოპოტა სპა რეზორტი” ფართოვდება და ინვესტიცია $6 მლნ-ია.
როგორც “საქმიან დილაში” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქევანიშვილმა განაცხადა, 2023 წლის ზაფხულისთვის სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე კიდევ 84-ნომრიანი სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზების, აკვაპარკის და ჯაზ-კლუბის, ლუდსახარშის (საბილიარდოთი და ბოულინგით), ორი დახურული ჩოგბურთის კორტის მოწყობა იგეგმება. მისი განმარტებით, ახალი პროექტების განხორციელება 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება
“2019 წელს საკმაოდ აგრესიული განვითარების გეგმა გვქონდა, თუმცა პანდემიამ ჩვენც მოგვისწრო და საინვესტიციო პროექტი გავანახევრეთ. ახალი გეგმის განხორციელებას გაზაფხულიდან განვაგრძობთ. დღეს ლოპოტაში 350 ადამიანია დასაქმებული, ხოლო აქტიურ სეზონზე ეს რიცხვი 400-მდე იზრდება. დასაქმებულების 90% ადგილობრივია. ახალი პროექტები დამატებით 100 ადამიანის დასაქმების საშუალებას მოგვცემს”, – განმარტა ქევანიშვილმა.