ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში, იმუნიზაცია, შიშები და მითები
ონლაინ რადიო ,,კახეთის ხმამ” გადაცემების ახალი ციკლი დაიწყო, რომლის მიზანია ადგილობრივ საზოგადოებაში არსებული ცრუ და ყალბი ამბების შესახებ დასაბუთებული და სანდო ინფორმაციის მიწოდება. პროექტი GMPP მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
პირველი გადაცემის თემა ეხებოდა კახეთის რეგიონში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელზეც საზოგადოებას არაერთგვაროვანი აზრი აქვს ჩამოყალიბებული. ვირუსის გავრცლების მხრივ კახეთის რეგიონში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, იმუნიზაციის მაჩვენებელი კი დაბალი.
ამჟამად რეგიონში დაკეტილია სააღმზრდელო დაწესებულებების უმეტესობა და დისტანციურ ან ჰიბრიდულ სწავლებაზეა გადასული სკოლების და კლასების ნაწილი. ეპიდემიოლოგების თქმით, ვაქცინაციის პროცესს აფერხებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში აცრასთან დაკავშირებული მითები და შიშები, რომლებიც საზოგადოების ნაწილზე ახდენს გავლენას და იმუნიზაციის პროცესის მიმართ უარყოფითად განაწყობს.
როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში, რამდენია ამჟამად ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი და ასევე როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი კახეთში, რა მითები და შიშებია ამ კუთხით გავრცელებული საზოგადოებაში და რა უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის ინფორმირებისთვის, – ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა ისაუბრა.
გარდა ამისა, პასუხი გასცა „კახეთის ხმის“ მკითხველთა შეკითხვებს, რომელიც იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით მოქალაქეებმა ჩვენს ჟურნალისტებს დაუსვეს.
“This content is produced with support of the Georgian Media Partnership Program (GMPP), funded by the U.S. Embassy in Georgia and implemented by IREX. The expressed opinions are the sole responsibility of the author(s) and do not reflect the position of the U.S. Embassy or IREX.”
“მოცემული კონტენტი “საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის” (GMPP) მხარდაჭერით შეიქმნა, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით IREX-ი ახორციელებს. გამოთქმული მოსაზრებები მთლიანად ავტორ(ებ)ის პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს აშშ-ის საელჩოს და IREX-ის პოზიციას.”