ახალი ამბები

კახეთში მცხოვრები მოზარდი, რომელიც ძმამ შემთხვევით დაჭრა, გარდაიცვალა

კახეთში მცხოვრები მოზარდი, რომელიც ძმამ პნევმატური თოფით შემთხვევით დაჭრა, გარდაიცვალა.

შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში მოხდა. გოგონა ძმამ, პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი გასროლით, თავის არეში დაჭრა. არასრულწლოვანი თავდაპირველად გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, გასროლა, სავარაუდოდ, ახლო მანძილიდან განხორციელდა, რის გამოც მიყენებული დაზიანება მძიმე იყო.