ახალი ამბები

სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები შეიმუშავა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები შეიმუშავა.

აღნიშნული რეგულაციებით, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებში რეაგირების მექანიზმს ცვლის, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები 2021 წლის 13 დეკემბრიდან იხელმძღვანელებენ.

განახლებული რეგულაციების თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე (მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები), მათი თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვის და პერსონალის ტესტირების მექანიზმი და სხვა წესები.