საგარეჯოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლოაურში,ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მხარეს მოძრავი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების დროს შუახნის კაცი ადგილზე დაიღუპა.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.